“ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ მივიღოთ ახალი თამარ ჟვანია”

არჩევნების გაყალბების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ მოუწია აღიარება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით და ამავე დროს, მოუწია ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადაყენებაც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ახალი თავმჯდომარის შესარჩევად პროცესში იმ კანდიდატებმა მიიღონ მონაწილეობა, რომლებსაც პროფესიული გამოცდილება და უნარები აქვთ.

„ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ მივიღოთ ახალი თამარ ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამიტომ, შერჩევის პროცესში ყველა იმ კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც აქვს პროფესიული გამოცდილება, უნარები და პარლამენტმა მაღალი კვორუმით, შეთანხმების საფუძველზე უნდა დანიშნოს ადამიანი ცესკო-ში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინადადებები გაიზიარეს
შემდეგი სტატიავაშაძე ლომჯარიას გადაწყვეტილებას მიესალმება: ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, რომ პრინციპულად მოვითხოვოთ ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში