ახლა ჩაასწორა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ წუთში ისევ მე გადავდივარ მეორე ტურში

პარტია გირჩის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ამავე ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ანა დოლიძეს 2 050-ზე მეტი ხმა მომატებული აქვს და რეალურად, მისი თქმით, ზურა ჯაფარიძე მას არა 91, არამედ 2 100-ზე მეტი ხმით უსწრებს.

“ახლა ჩაასწორა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მე მქონდა დაკლებული 100 ხმა და ეს 100 ხმა აღმიდგინეს, დამიმატეს და შესაბამისად ამ წუთში ისევ მე გადავდივარ მეორე ტურში.

გარდა ამისა, ანა დოლიძეს მომატებული აქვს 2 050-ზე მეტი ხმა, რომელიც საიდან მოდის გაუგებარია, რადგან 104-ვე უბნის ოლქები დევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შესვლა და გადათვლა და ნებისმიერი, ვინც გადათვლის ნახავს, რომ სხვაობა არის, არა 91 ხმა, რომლითაც ახლა მე ვუგებ, არამედ 2 100-ზე მეტი ხმა საბოლოო ჯამში”,-ამბობს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაში16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: ცენტრალური საარჩევნო კომისია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა