მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას დაპირისპირების შეწყვეტისა და კოორდინაციისკენ მოუწოდებს. მესამე პრეზიდენტი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს დისტანციურად ჩაერთო, პოლიტიკაში ახალი ხალხის მოსვლის საჭიროებაზეც საუბრობს:
“ახლა დრო არის ოპოზიციური ძალების კოორდინაციის, ახალი ხალხის შემოსვლის და საზოგადოების გამზადების გადამწყვეტი გაბრძოლებისთვის თავისი საბოლოო არჩევანის დასამტკიცებლად. არჩევანი ჩვენ ხალხს უკვე გაკეთებული აქვს რიცხვობრივად და ეს ეჭვს არ იწვევს საერთოდ. წინა სამი არჩევნები მთავრობამ უკვე წააგო და ამიტომ ახლა გადაწყვიტა აღარ გარისკოს ოლიგარქმა და ელექტრონულად დაიწეროს.
არ უნდა მივცეთ ამის საშუალება და არ მივცემთ ამის საშუალებას, მაგრამ ამისათვის საჭიროა ახლა ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა კი არა, საჭიროა ყველას ჩართვა. მე მოვუწოდებ ყველას, ამ საქმეში იყოს კოორდინირებული და ერთმანეთზე შეტევებს დაანებონ თავი. ეს ხომ სხვისი თამაშია მეგობრებო, სადამდე უნდა იყოს ეს საბავშვო ბაღი, “დაყავი და იბატონეს” ესეთი პრიმიტიული ვარიანტი.” -თქვა მიხეილ სააკაშვილმა.