ახლა 2022 წელია, მსოფლიოს არც ერთი ქალაქი არტილერიის ტყვეობაში არ უნდა იყოს – ზელენსკი

“ახლა 2022 წელია. მსოფლიოს არც ერთი ქალაქი არტილერიის ტყვეობაში არ უნდა იყოს. რაკეტებით დატერორებულმა ყველა ერმა უნდა მიიღოს ადეკვატური დახმარება და დაცვა სხვა თავისუფალი ერებისგან. დღევანდელ მსოფლიოში დეპორტაციის ნებისმიერ მცდელობას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი პასუხი საერთაშორისო საზოგადოებისგან. ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელიც ბლოკავს პორტებს და ზღვას სასიკვდილოდ საშიშს ხდის, უნდა გადაიხადოს ფასი თავისი ქცევისთვის სანქციების მეშვეობით, რომელიც მსოფლიოს ყველა პოტენციურ აგრესორს აჩვენებს, რომ მსგავსი რუსული ტაქტიკის გამეორება უკიდურესად არამომგებიანია.”- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუქზე და ვინიცას დაბომბვას, კიდევ ერთხელ, შესაბამისი ფოტოებით ეხმაურება.

banner
წინა სტატიაშიევროპულ ეკონომიკას კლავს არა სანქციები, არამედ რუსეთის ჰიბრიდული ომი – უკრაინის საგარეო უწყება ვიქტორ ორბანს პასუხობს
შემდეგი სტატიაჩვენ უნდა გადავრჩეთ, უკრაინიდან იარაღის გატანის საფუძველი არ გვაქვს – რეზნიკოვი