ახლ წელს, რუსეთში სადესერტოდ დაიწყებენ პუტინის … ჭამას

ახლ წელს, რუსეთში სადესერტოდ დაიწყებენ პუტინის ... ჭამას

ახლ წელს, რუსეთში  სადესერტოდ დაიწყებენ პუტინის ... ჭამას რუსეთის საკონდიტრო საწარმოებში ახალი მოდა გაჩნდა – საახალწლოდ კონდიტრები თოვლის ბაბუებს კი არ ამზადებენ, არამედ …ვლადიმერ პუტინის ფიგურებს. შოკოლადის პრეზიდენტი წინა წლებშიც პოპულარული იყო, თუმცა მაშინ პატარა ზომისას აკეთებდნენ. წელს სანკტ- პეტერბურგელმა კონდიტრებმა გადაწყვიტეს გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა და ამიტომ საახალწლოდ ამზადებენ პუტინის სრულ გამოსახულებას – 172 სმ სიგრძის პრეზიდენტის ფიგურას (რეალურად ასეთია რუსეთის პირველი პირის სიმაღლე). როგორც კონდიტრებმა განაცხადეს, მათ არ ამოძრავებთ არანაირი პოლიტიკური მიზნები და არც პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის აკეთებენ ამას. მათი სურვილია, დაამყარონ მსოფლიო რეკორდი.
პირველად პუტინის შოკოლადის ფიგურები გაააკეთეს უკრაინის ქალაქ ლვოვის საკონდიტრო საწარმოში, მათ აირჩიეს სახუმარო თემატიკა და პუტინს ჩააცვეს ციხის ზოლებიანი ფორმა, ხოლო თავზე დაახურეს ნაპოლეონის ქუდი. რასაკვირველია პუტინის ფანატებმა იუმორი ვერ გაიგეს და საკმაოდაც აღშფოთდნენ.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანი ყიდულობს შეიარაღებას
შემდეგი სტატიარუსულმა ავიაციამ სირიაში ხალხმრავალი ბაზარი დაბომბა… (ფოტოები +18)