„ახირებული ოლიგარქი“, „აორთქლებული დაპირებები“, „პუტინთან დაახლოებული პირი“ – ფრანგული მედია ბიძინა ივანიშვილზე

„ვაკეთებ, რასაც მინდა იმას…“ – ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი Le Point ბიძინა ივანიშვილზე წერს.

სტატიის ავტორი მარკ ნექსონი საქართველოს ყოფილ პრემიერს „ახირებულ ოლიგარს“ და უწოდებს, რომელიც მისივე სიტყვებით, „პუტინთან დაახლოებული პირია“.

ავტორი ივანიშვილის მიერ ხეების გადარგვასაც ახსენებს და ამბობს, რომ მისმა „დამანგრეველმა კაპრიზებმა“ 1430 ხე გაანადგურა. „მისი ქონება 5 მილაირდად არის შეფასებული, რაც ქვეყნი მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედია. ის საკუთარ თავს ჩუქნის ყველაფერს – ხეებს, ნახატებს, ეგზოტიკურ ცხოველებს და ძალაუფლებას“ – წერს ნექსონი.

ავტორი ამბობს, რომ ივანიშვიმი მისივე სახსრებით დაფუძნებული პარტიის „ქართული ოცნების“ მეშვეობით „მბრძანებლობს“, თუმც „მას ოფიციალურად არანაირი აღმასრულებელი თანამდებობა არ უჭირავს“.

სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოში ყველა საკვანძო თანამდებობაზე ივანიშვილს მისივე გარემოცვა ჰყავს დანიშნული.

„ყველა მიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობაზე მის პირად მოსამსახურეებს ნიშნავს – შსს მინისტრი? – მისი ყოფილი დაცვა. თავდაცვის მინისტრი? – მისი შვილის ყოფილი მომვლელი. გენერალური პროკურორი? – მისი ყოფილი ადვოკატი. ჯანდაცვის მინისტრი? -მისი ყოფილი ექიმი, რომელიც ამ ზაფხულს მისი ცოლის სტომატოლოგმა ჩაანაცვლა”.

სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილი, რომელიც უხვად გასცემს დაპირებებს, ეს დაპირებები ოქრთქლდება, ისე, როგორც „გააქრეს მისმა მაჟორიტარებმა საარჩევნო რეგორმის დაპირებაც“.

მომზადებულია “ნიუპოსტის” მიერ

banner
წინა სტატიაშიძალადობა არასრულწლოვანზე- მამაკაცი მოზარდს ფიზიკურად უსწორდება
შემდეგი სტატიასაგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა მუნიციპალიტეტიდან 1.4 მილიონი მიიღო