“ახირებული ახალგაზრდები არიან, აჩემებაა, არ მიკვირს” – თევზაძე “ოცნების” მაღალჩინოსნებს პასუხობს

ახირებული ახალგაზრდები არიან, აჩემებაა,“ – ასე პასუხობს პრეზიდენტის მრჩეველი დავით თევზაძე პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.

დავით თევზაძეს არ უკვირს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების გადაწყვეტილება და ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებები აჩვენებს, რომ ისინი პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს არ სცემენ.

ყველაფერი პირველად ხომ უნდა ნახო, არ მიკვირს. რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებ პატივს სცემენ, ვიდრე ამას მოითხოვს ზრდილობა. აჩემებაა. მე მგონია, ახირებული ახალგაზრდები არიან,“ – ამბობს თევზაძე.

ის, რომ იუნკერთა ხსოვნის მისაგებად გამართულ ცერემონიალზე პრეზიდენტი პარლამენტმა არ მიიწვია, ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ადმინისტრაციის საპასუხოდ შალვა პაპუაშვილმა განმარტა არ მიწვევის მიზეზები – პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ღონისძიებაზე დაპატიჟების მიუხედავად, წინა წელს პრეზიდენტი არ მივიდა, შესაბამისად, წელს აღარ მიიწვიეს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭოს 2 წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორისაა
შემდეგი სტატიადავითულიანი პრეზიდენტს: უნდა აქ მოვიდეს, უნდა მემორიალი არსებობს კოჯრის შესახვევში და იქ მიაგოს პატივი