კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გიორგი სიბაშვილი, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება- გაფლანგვას ედავებოდა, უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. სიბაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2013 წელს მიეცა და ის ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ინსტაციის სასამართლოს 7-მა მოსამართლემ სცნო უდანაშაულოდ.

კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ამჟამინდელ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს და ღირსების დასაცავად სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი – საქართველოს არაფრის უნდა ეშინოდეს, საქართველო გადარჩება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის წლიური ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა გაიმართა