ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქამია, პროექტ “კეთილი იყოს შენი მობრძანება”, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, ახლა საყოველთაო ხდება.

უწყების ცნობით, შობლები მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. პროექტში ორი განსხვავებული პაკეტია:

სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ.

სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ვაუჩერების გამოყენება “ფარმადეპოსა” და “ჯპს”-შია შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ბიზნესთან კონსულტაციებს მართავენ
შემდეგი სტატიალორთქიფანიძე – ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის პროგრამა შეეხება 2008 წლის ომის ყველა მსხვერპლს