ახალშობილის ცემისთვის დაკავებულ ძიძას გირაო შეეფარდა

ძიძას 10 თვის ბავშვის ცემისთვის გირაო შეეფარდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ ელენე ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით.

“გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებული გათავისუფლდება სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან.

სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას დასაბუთებული ვარაუდის შესაბამისად დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის, ბრალდებულის საქმის მიმართ უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, მისი პიროვნების, ემოციური ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან არასათანადო ქცევის რისკი. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 10 ნოემბერს, თბილისში ძიძამ მცირეწლოვანს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახი დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 21 დეკემბერს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია : თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი მომავალ არჩევნებზე ისევ ნარმანიას წარადგენს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: „სანდრა სამეგრელოდან გააგდეს!“