ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა მოქალაქეებმა გააპროტესტეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 2, 2018 17:20

ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა მოქალაქეებმა გააპროტესტეს

მნიშვნელოვანი

  • პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დილიდან სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. თავდაპირველად ამომრჩეველს ის ნინოწმინდაში შეხვდა, შემდეგ ახალქალაქში იმყოფებოდა, ასევე მხარდამჭერებთან შეხვედრა დაგეგმილია ასპინძაში.

სხვა სტატიები

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დილიდან სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. თავდაპირველად ამომრჩეველს ის ნინოწმინდაში შეხვდა, შემდეგ ახალქალაქში იმყოფებოდა, ასევე მხარდამჭერებთან შეხვედრა დაგეგმილია ასპინძაში.

შეხვედრამ ნინოწმინდაში ექსცესების გარეშე ჩაიარა. თუმცა ახალქალაქში, იმ დროს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი კულტურის სახლში ამომრჩეველს სიტყვით მიმართავდა, შენობის გარეთ, მოქალაქეების მცირე ნაწილმა პროტესტი გამოთქვა. ისინი სამცხე-ჯავახეთში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას აპროტესტებდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზურაბიშვილი ეცადა, ამ ადამიანებს შეხვედროდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი ორმაგი მოქალაქეობის დროულად ამოქმედება იყო. შეხვედრა ქართულ-სომხურ ენაზე მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატი ახალქალაქში ადგილობრივებსაც შეხვდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 2, 2018 17:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,170
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics