ახალქალაქში სახლი გაქურდეს – წაღებულია ფული და ოქროულობა

ქურდობა ახალქალაქში – jnews-ის ინფორმაციით, 27 მარტს დამნაშავეები სანაპიროს 55 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ.

გამოცემის ცნობით, წაღებულია ფული და ოქროს ნივთები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ ქორწილიდან დაბრუნებულებს სახლი გაქურდული დახვდათ. ძირს ეყარა ტანსაცმელი და ნივთები. ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდოდ დამნაშავეებს სახლში შესვლა წინასწარ დაგეგმილი ჰქონდათ. მათ იცოდნენ იმის შესახებ, რომ ოჯახი ქორწილში მიდიოდა. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს.

გამოცემა წერს, რომ 2017 წლის შემდეგ ახალქალაქში არაერთი სახლი გაქურდეს, თუმცა დანაშაულის უმეტესობა დღემდე გამოუძიებელია.

banner
წინა სტატიაშისემეკ-მა „სვანეთი ჰიდროზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა
შემდეგი სტატიაუვიზო მიმოსვლის კამპანიის ფარგლებში წალენჯიხაში შეხვედრა გაიმართა