ახალქალაქში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის
ცენტრ – „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალქალაქში, სოფ. კორხის
მიმდებარედ, მთის ფერდობზე, შერეული ტყის მასივში გაჩნდა ხანძარი.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ მოხდა ათეულობით
მეხანძრე-მაშველისა და შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის
მობილიზება. რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე მაშველების დროული და
ეფექტური რეაგირების შედეგად, 2-3 ჰა ფართობზე გავრცელებული ხანძრის
ლოალიზება უმოკლეს დროში მოხდა.
ამჟამად, მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების ლიკვიდირება. ცეცხლის
გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ოპოზიციის მხრიდან თუ იქნება ჩვენ კითხვებზე პასუხი, მზად ვართ დიალოგისთვის
შემდეგი სტატიაფიტარეტის მონასტრის დაზიანებული გალავანი – ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ექსპერტები ჩავლენ