ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისა და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით
სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის
ჩადენის იარაღი”. – წერია განცხადებაში.

გუშინ, 8 აგვისტოს ახალქალაქში დაპირისპირებისას ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული კაცის ნათესავებმა გუშინ რამდენიმე სახლი დაწვეს.

banner
წინა სტატიაშირატომ არის მიუწვდომელი მედვედევის Facebook-გვერდი ქართველი მომხმარებლებისთვის?!
შემდეგი სტატიაბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა