ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისოფელ ნაცატუში, აქციაზე დაკავებულის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს
შემდეგი სტატიატურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობაში შეეფარდა