ახალქალაქის სამლოცველოში, დაუდგენელი პირები შეიჭრნენ და ხატები დაამტვრიეს

ვანდალიზმი ახალქალაქში. დაუდგენელი პირები სამლოცველოში შეიჭრნენ და სიწმინდეები დააზიანეს. დილით სალოცავად მისულ მოქალაქეებს, ხატები გადმოყრილი და დამტვრეული დახვდათ. მე–13 საუკუნის სამლოცველოში ხულგუმოსა და ბავრას მოსახლობა წლებია ლოცულობს.

ადგილობრივები მომხდარის სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ შოკშია რადგან რელიგიურ ნიადაგაზე კონფლიქტი არასდროს მომხდარა და თუ სამლოცველოს დაზიანების ფაქტის დროულად გამოძიება არ მოხდება, შესაძლოა რეგიონში ვითარების დაძაბვა მოჰყვეს. კადრებს დარბეული სამლოცველოდან “ჯეი ნიუსი” ავრცელებს.

დილით, როდესაც ჩვენ მივედით წმინდა ადგილზე, დავინახეთ, რომ ყველაფერი დამტვრეული იყო. ხატები სამლოცველოში ჰქონდათ მიმოფანტული. ეს ჩვენთვის წმინდა ადგილია, ხალხი აქ სალოცავად დადის. დაუდგენელმა პირებმა ჩვენი სიწმინდეები შეურაცხყვეს. არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ.” განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა სააგენტო “jnews”-ს.

banner
წინა სტატიაში„ხელებს ნუ იშვერთ!…მეც შემიძლია გამოვიშვირო და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო თამბაქოს კონტრაბანდაში”
შემდეგი სტატიახოშტარია: ეკა ქვლივიძეს ყველა ტაშს უნდა ვუკრავდეთ, მაგრამ მიჯახუნებულ კარს მიღმა დგას