ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (ძლიერი თოვა, შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიფონდ “ივერიას”, პაატა ბურჭულაძის ნაცვლად, გიორგი თავაძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატია„ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება?!“-რომან გოცირიძე ზოიძეს მიმართავს