ახალმა ზელანდიამ სირიის შესახებ თავისი რეზოლუციის პროექტი მოამზადა

2სირიის თემაზე ახალი პროექტის რეზოლუცია, რომელიც ახალმა ზელანდიამ მოამზადა, საომარ მოქმედებებში 48 საათიან პაუზას გულისხმობს, ასევე, მოიცავს მოწოდებას, სირიის საკითხებზე გაეროს სპეციალურმა წარმომადგენლმა სტეფან დე მისტურამ მხარი დაუჭიროს მას.
დოკუმენტი ყველა მხარეს მოუწოდებს არა უგგვიანეს 24 საათისა, 48 საათიანი სამშვიდობო რეჟიმი დაიცვან, შემდეგ ისევ 48 საათიანი პაუზა და ა.შ სანამ ცეცხლის შეწყვეტის მუდმივი რეჟიმი არ დადგება.
დოკუმენტის ავტორები ასევე სირიის ოპოზიციისგან მოითხოვენ დაუყოვნებლივ გაემიჯნონ ტერრისტულ დაჯგუფებებს.

დოკუმენტი, ასევე, გულისხმობს “დაუყოვნებლივ და სრულ” ცეცხლის შეწყვეტას, როგორც ხმელეთიდან ასევე ჰაერიდან.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში სირიის ქალაქ ალეპოში სიტუაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

banner
წინა სტატიაშირატომ უხდის ბოდიშს კახი კალაძე რესპუბლიკურ პარტიას?
შემდეგი სტატია“განიხილება თუ არა კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე” – კობახიძის პასუხი მედიას