“ახალმა მემარჯვენეებმა” ბლოკი “სახელმწფო ხალხისთვის” დატოვეს

“ახალმა მემარჯვენეებმა” პაატა ბურჭულაძის ბლოკი დატოვეს. ამის შესახბე განცხადება მამუკა კაციტაძემ საზოგადოებრივ მაუწყეველთან გააკეთა. მისი თქმით, ბლოკი შეიქმნა არჩევნებისთვის. არჩევნების დამთავრების შემდეგ კი ბლოკიც დამთავრდა:

„საარჩევნო ბლოკი არის საშუალება, მექანიზმი წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნებისთვის დამახასიათებელი. ბლოკი შეიქმნა არჩევნებმადე, ამიტომ არჩევნების დასრულების შემდეგ, ბლოკმაც დაასრულა ფუნქციონირება” – განმარტა მამუკა კაციტაძემ.

როგორც „ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა განაცხადა, პოლიტიკური ბლოკის ფუნქციონირების დასრულება არ ნიშნავს, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობას არ გააგრძელებენ. მამუკა კაციტაძის თქმით, მომავალი არჩევნებისათვის „ახალ მემარჯვენეებს” მჭიდრო ურთიერთობა ექნება სხვა ახალ პარტნიორებთანაც.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე : “ჩემი თანამდებობიდან წასვლის საკითხზე, როდესაც მე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ”
შემდეგი სტატიარატომ არ მოაწერა ხელი ენმ-ს პოლიტსაბჭოს განცხადებას მერაბიშვილმა და რა მისწერა მან სააკაშვილს