“ახალი ჟურნალისტიკის” დამფუძნებელი ტომ ვულფი გარდაიცვალა

ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ტომ ფულფი გარდაიცვალა. მას “ახალი ჟურნალისტიკის” დამფუძნებელს უწოდებენ – მოძრაობამ 1970-იანი წლებიდან ჟურნალსტიკასა და მწერლობას შორის საზღვარი წაშალა – “ბიბისი” წერს.
ვულფი 87 წლის იყო. ის მანჰეტენზე საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ინფექციური დაავადებით გადაიყვანეს.
ვულფს ცნობადობა მოუტანა ესეების კრემულმა The Kandy-Colored Tangerine Flake Steamline Baby, მას მოყვა დოკუმენტური რომანები. 1980-იანი წლებიდან ვულფმა მხატვრული ლიტერატურის წერა დაიწყო. მე-20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე კი გამოიცა “ამბიციების კოცონები”, “მე-შარლოტა სიმსონი” და სხვები.

ვულფი და მისი თანამოაზრეები ობიექტური ფაქტების თხრობას გვერდს უვლიდნენ და იყენებდნენ ლიტერატურულ ხერხებს, დიალოგებს და გმირების შინაგან ფიქრებს ნებისმიერ თემებზე: ვიეტნამის ომიდან დაწყებული, სოფლის ლოთით დამთავრებული.
New York Times-ის თქით, ვულფი მანჰეტენის კოლორიტი იყო.

banner
წინა სტატიაში“წლების მანძილზე ყველაზე სისხლიანი დღე”: ღაზის სექტორში ისრაელის საზღვართან მოკლული პალესტინელები დაასაფლავეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია