ახალი ზელანდიის სკოლებში გენდერული სხვაობის განურჩევლად ერთნაირი ფორმები შემოიღეს

ახალ ზელანდიაში, დანიდინის სკოლის მოსწავლეებს, ბიჭებსაც და გოგონებსაც ახლა უკვე ერთნაირი ფორმის ტარება შეუძლიათ, გენდერული სხვაობის გარეშე. სკოლაში გააუქმეს ქვედა ბოლოები და კაბები, მათ მაგივრად შემოიღეს შორტები, შარვლები და კილტი (შოტლანდიური ქვედა ბოლო).
საშუალო სკოლაში სულ 200 ბავშვი სწავლობს, მათი ასაკი 1-დან 13 წლამდეა.
ჯერჯერობით, მოსწავლეებიდან არც ერთც აურჩევია კილტი, მაგრამ თუკი აირჩევენ, შესანიშნავი იქნება -აცხადებს სკოლის დირექტორი.
გენდერული სხვაობების გარეშე ერთნაირი ფორმები დიდი ბრიტანეთის მთელმა რიგმა სკოლებმა შემოიღეს 2016 წელს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაApple-მა წითელი iPhone გამოუშვა