ახალი ზელანდიის პრემიერი პარლამენტიდან გააძევეს

ახალი ზელანდიის სპიკერმა, დევიდ კარტერმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჯონ კეის სხდომის დატოვება მოსთხოვა.   ამის მიზეზი დისკუსიის განმავლობაში წესების დარღვევა გახდა – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. სხდომაზე, ოპოზიცია კეის ეკამათა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკოლოგიური ორგანიზაცია Greenpeace ე.წ. პანამის დოსიეშია შეტანილი. Greenpeace-ის წარმომადგენელმა პრემიერს ჰკითხა, რატომ არ უნდა მას თავისი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადოს, რაზეც კეიმ უპასუხა, რომ მას არაფერი აქვს საბოდიშო. როცა ოპონენტებმა დავისას ხმას აუწიეს, სპიკერმა დევიდ კარტერმა კეის მიკროფონი გათიშა და მხარეებს მოუწოდა წესრიგისკენ, თუმცა, კეი ოპონენტების მიმართ ყვირილს განაგრძობდა. ამის შემდეგ, სპიკერმა პრემიერს სთხოვა დარბაზის დატოვება, მას ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე ხნის წინ პრემიერმა უკვე დაარღვის წესები და გაფრთხილება მიიღო. ჯონ კეის მოქმედებებმა უკვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. 2015 წლის გაზაფხულზე მან ბოდიში მოუხადა ერთ-ერთი კაფის მიმტანს, რომლის განცხადებითაც, ქვეყნის მეთაური უკვე 6 თვეა დადის მათ კაფეში და ყოველთვის, როცა მას მიმართავს, მას თმებზე ქაჩავს. ჯონ კეი ახალი ზელანდიის ეროვნული პარტიის ლიდერია. ის 2008 წლიდან არის ქვეყნის პრემიერი.

banner
წინა სტატიაში“ასეთი ტიპის მოწინააღმდეგეები მხოლოდ მაძლიერებს” – თავდაცვის მინისტრი თამაზ მეჭიაურს პასუხობს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ამ მიწაზე არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება