ახალი წლის ღამეს გირჩი ზურა ჯაფარიძეს მეკვლედ აქირავებს

ახალი წლის ღამეს გირჩმა ზურა ჯაფარიძის გაქირავება გადაწყვიტა.
გირჩი პარტიის დაფინანსების მიზნით აწყობს აუქციონს. აუქციონის გამარჯვებულებს, ანუ სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს, 31 დეკემბრის ღამეს ზურა ჯაფარიძე მეკვლედ ეწვევა.
აუქციონი იყოფა ორ ნაწილად:ა. აუქციონი, რომელიც ტარდება 2018 წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 23:30 საათამდე.ბ. ახალი წლის ღამის აუქციონი, რომელიც ჩატარდება პირველი იანვრის 00:00 საათიდან 03:00 საათამდე.

ახალ წლამდე აუქციონი შეწყდება 31 დეკემბერს, 23:30 საათზე. 23:45 საათზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 01:00-დან 02:00 შუალედში.

მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 02:00-დან 03:00-მდე.

მესამე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 03:00-დან 04:00-მდე.

შემომწირველთა აუქციონის ფარგლებში ჯაფარას სტუმრად მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში.

P.S გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობის შემთხვევაში.

ახალი წლის ღამის აუქციონი დაიწყება პირველ იანვარს, 00:00-დან და შეწყდება 03:00 საათზე. 03:15 საათზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული.

პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 04:00-დან 05:00 შუალედში.

მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 05:00-დან 06:00-მდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს http://japara.ge/ge/auction

banner
წინა სტატიაშიწავკისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე შსს-მ სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე : სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში მოსვლით, ჩვენს შვილებს მომავალი არ ექნებათ