ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 25, 26,27,28, 29,30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 26,27,28,29,30, და 31 დეკემბერს.

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877
გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
08:50 14:30 19:10 0:35
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807
გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
10:30 15:30 17:00 22:00

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

,,საქართველოს რკინიგზა” გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

banner
წინა სტატიაშისუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი დააკავა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულების პატიმრებს ახალი წელი მიულოცა