ახალი ტალღების მოლოდინი, არამხოლოდ ჩვენ, ყველა ქვეყანას აქვს – გაბუნია

“ახალი ტალღების მოლოდინი რა თქმა უნდა, არამხოლოდ ჩვენ, ზოგადად გლობალურად, ყველა ქვეყანას აქვს, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე, არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას ქვეყანაში და რეგულაციების უგულებელყოფას. ეს არის ის მიზეზები, რამაც შეიძლება ახალი ტალღა გამოიწვიოს.

პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რომ ვეცადოთ თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღის გავრცელება ისეთი სისწრაფით, რაც გასული მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა და აქ კრიტიკული იქნება ისევ რეგულაციების დაცვა, პირბადე და სოციალური დისტანცირება. სწრაფი ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება პირველი და ძალიან ძლიერი დარტყმის პირველი სამიზნე”- თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ შემოდგომაზე მოსალოდნელ ახალ ტალღაზე.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სასიცოცხლო რისკების შემცირებისთანავე აღდგება
შემდეგი სტატიასკოლების და უნივერსიტეტების გახსნა ვადაზე ადრე, არ განიხილება – გაბუნია