ახალი სტრუქტურა უსაფრთხოების სისტემაში არ უნდა იყოს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურს და სამართალდამცველებს საზოგადოებაში არ აქვთ ის ნდობა, რომ თუკი მათ სისტემაში იქნება ახალი სტრუქტურა, არ იარსებებს კითვის ნიშნები. უჩა ნანუაშვილმა ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახალი სტრუქტურა უსაფრთხოების სისტემაში არ უნდა იყოს: “აქ საუბარია იმაზე, რომ სწორედ ეს სისტემა იყო ჩართული უკანონო მოსმენებში წლების განმავლობაში და აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში უნდობლობა ნამდვილად არსებობს თუკი დარჩება აღნიშნული სტრუქტურა ამ სისტემაში. ჩვენ მხარს ვუჭერს ამ სტრუქტურის გარეთ გამოსვლას, ახალი სტრუქტურა არ უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემაში”, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების კურსს- ტრამპის მრჩეველი
შემდეგი სტატია(video) “მოქალაქეთა ამომჟუჟავი ხარ” – ბესელია VS კახიძე – ჩხუბი კომიტეტის სხდომაზე