ზაურ დარგალი – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავისი პროვოკაციული ქმედებები განახორციელოს, რასაც ისინი ავრცელებენ, ტყუილია

ახალი სტილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ცდილობს, თავისი პროვოკაციული ქმედებები განახორციელოს, რასაც ისინი ავრცელებენ, ტყუილია – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულში სიტუაცია ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ ადგილზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სხვადასხვა პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი, რომელიც საღამოს გადაიზარდა ძალადობაში მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოვარდნენ ჩვენს შტაბში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს შტაბის წევრებსა და აქტივისტებს. არანაირი ძალადობა ჩვენი შტაბის უფროსის მხრიდან არ ყოფილა. უბრალოდ, ახალი სტილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, მარნეულსა და სხვა რეგიონებში, ცდილობს, რომ თავისი პროვოკაციული ქმედებები განახორციელოს. თავისთავად, როცა რამე ხდება შტაბის წინ, შტაბის უფროსი გამოდის გარეთ და ცდილობს, დაამშვიდოს აღნიშნული სიტუაცია. რასაც ავრცელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც სადამკვირვებლო მისიის ქუდის ქვეშ არიან, ეს არის ტყუილი და სიცრუე“, – განაცხადა დარგალმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდებულ ფ.ა.-ს ბრალდება დაუმძიმა
შემდეგი სტატიაკობახიძე მარნეულზე – რა ესაქმებოდათ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს ქართული ოცნების შტაბთან?