ახალი სკანდალური კადრები ნინოწმინდიდან – 41 -ს ამომრჩევლები პირდაპირ რეგისტრატორების მაგიდებთან ხაზავენ

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის “სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ ერთი ლიდერი დავით ჯანდიერი ახალ სკანდალურ ვიდეომასალას ავრცელებს. ჯანდიერის ინფორმაციით, კადრები ნინოწმინდაში ერთ ერთ საარჩევნო უბანზეა გადაღებული, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ხმას არა დახურულ კაბინაში, არამედ პირდაპირ სარეგისტრაციო მაგიდასთან, კომისიის წევრების მითითებით აძლევენ და საარჩევნო ბიულეტინში მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერს 41 ხაზავენ.

“სრული განუკითხაობა! ახალი ანალოგიური ფაქტები ნინოწმინდის ოლქში. როგორ აძლევენ პირდაპირ რეგისტრატორის მაგიდაზე ხმას და ხაზავენ 41-ს!,”-აცხადებს ჯანდიერი.

11

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი იქნება მრავალპარტიული-უსუფაშვილის პირველი პროგნოზი
შემდეგი სტატიაჩიორა თაქთაქიშვილი : ოპერატიული მანქანა სამხედროების მისვლას აკონტროლებს