ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი სარემონტო სამუშაოების საბაბით დაიკეტა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო და ხელშეკრულების თანახმად, 2027 წლის 20 იანვარს უნდა დასრულდეს. მათივე ცნობით, სამუშაოებისთვის ადგილობრივი მერიის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 183 894 ლარი დაიხარჯება. მე-5 საბავშვო ბაღში სამუშაოებს შპს „თიქია“ ასრულებს
აჭარა თაიმსი ასევე წერს, რომ 2014 წელს აღნიშნული შენობისთვის 600 ათასი ლარი დაიხარჯა – რატომ გახდა რეაბილიტაცია ისევ საჭირო, ამ საკითხზე გამოცემასთან მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და საჭიროებიდან გამომდინარე, მე-5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც გახდა აუცილებელი.
გამოცემის ცნობით, საბავშვო ბაღში რეგისტრირებული აღსაზრდელები ქობულეთის პირველ, მესამე და მეოთხე საბავშვო ბაღებში გადაანაწილეს.















