ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ზვიად გამსახურდიას სახელობის სააქტო დარბაზი გაიხსნა

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 31 მარტის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის სააქტო დარბაზსს საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

დღეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სააქტო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა, რის შემდეგაც საზეიმო სხდომა გაიმართა.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი აღნიშნული გადაწყვეტილებით პატივს მიაგებს საქართველს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობასა და მემკვიდრეობას, რომელსაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ღონისძიებაში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, ქ. ფოთის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სხდომა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა – პროფესრომა თენგიზ ირემაძემ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურმა პირებმა – გოჩა კურდღელიამ, ირაკლი კაკულიამ, აკაკი დარჯანიამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა დეკანოზმა თევდორე ბასილაიამ.

მომხსენებლებმა ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილისა და 1991 წლის 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე, პრეზიდენტ გამსახურდიას დამსახურებაზე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

banner
წინა სტატიაშიოდესაში, საქართველოს საკონსულოში, ღონისძიება “ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!” გაიმართა
შემდეგი სტატია“ახალი თაობა”-გახარიას გაპრემიერება ამერიკაში გადაწყდება