“ახალი საქართველოს” ლიდერები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ და სამთავრობო უწყებების პიკეტირებას არ გამორიცხავენ

„სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველოს“ ლიდერები მთავრობას მიმართავს და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისადან გამოყვანას ითხოვს.

“მივმართავთ ხელისუფლებას და ვაძლევთ 2-კვირიან ვადას, რათა გაიწვიოს 10-პუნქტიანი დამანგრეველი გეგმა, წარმოადგინონ ეკონმიკური განვითარების რეალური გეგმა და გადადგეს ქვეყნის ეკონომიკური გუნდი”,-განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე გურამ ჩალაგაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, დღეს ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში და საჭიროა უსწრაფესი, ქმედითი ნაბჯების გადადგმა.

“იმ შემთხვევაში, თუ მიცემულ ვადაში, ხელისუფლება ვერ მოახერხებს, შემოგვთავაზოს გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, დავიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმირებას, რაც გულისხმობს სამთავრობო უწყებების პიკეტირებას, ასევე პერმანენტულ და ფართომასშტაბიან აქციებს”,-ითქვა ბრიფინგზე.

გურამ ჩალაგაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ნებისმიერი პროდასავლური ორიენტაციის მქონე ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. მათ შორის, შესთავაზონ ხელისუფლებას გამოსავალი და საკუთარი ხედვა წარუდგინონ.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ავტომობილი მოიპარეს
შემდეგი სტატიანოემბერში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,6%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0,2% შეადგინა