“ახალი საქართველო“ უფასო სასადილოებთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

„სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროვებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქმეში ფიგურირებს 2 მთავარი კომპანია – „ ილი ჯგუფი“ და „ნილი“
„კომპანია „ნილის“ დირექტორმა, გიორგი ჯუღელმა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარტია „ქართულ ოცნებას“ შესწირა 60 000 ლარი. ამავე წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც დავით ნარმანია გახდა თბილსის მერი, გიორგი ჯუღელის კომპანიამ მიიღო ხელშეკრულება სამი წლის ვადით, რომელიც გულისხმობს უფასო სასადილოების მომსახურებას. გიორგი ჯუღელმა და მისმა კომპანიამ 2014 წლის 30 დეკემბერს, კრწანისის რაიონის გამგეობისგან მიიღო 3 მილიონ ლარზე მეტის, ხოლო 2015 წლის 30 იანვარს, ისნის გამგეობისგან მიიღო 4 მილიონ ლარზე მეტის ხელშეკრულება. ორივე შემთხვევაში, საქმე ეხება უფასო სასადილოებს. 2014 წლის 31 დეკემბერს, ასევე მიიღო თბილისის ბიუჯეტიდან-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისგან 2 მილიონ ლარამდე ხელშეკრულება, ამ შემთხვევაშიც უფასო სასადილოების დაფინანსებასთან დაკავშირებით. გიორგი ჯუღელმა, 2015 წლის ბოლოს, პარტია „ქართულ ოცნებას“ კვლავ შესწირა 60 000 ლარი. ასევე, კომპანია „ნილიდან“ გიორგი ჯუღელის გარდა, „ქართული ოცნების“ შემომწირველია, თეიმურაზ გიორგაძე, რომელიც გახლავთ ამავე კომპანიის დამფუძნებელი და წილის მფლობელი. მან „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომპანიებსა და „ქართული ოცნების“ შემომწირველებზე საუბრობს, „ახალი საქართველოს“ წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილიც

„ილი“ ჯგუფი და მისი დირექტორები, იაშა ჩაჩუა და ლაშა უღრელიძე პირდაპირ კავშირში არიან, თბილისის მერის ყოფილ მოადგილესთან, გრიგოლ ლილუაშვილთან, რომელიც ახლა ვანი-ხონის მაჟორიტარი დეპუტატია. იაშა ჩაჩუა და ლაშა უღრელიძე აქტიურად იყვნენ ჩართულები ლილუაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში 2016 წელს. ამ პერიოდში მათ მიიღეს 5 მილიონი ლარის ხელშეკრულება სამგორის რაიონის გამგეობისგან, უფასო სასადილოების დაფინანსებისთვის. მანამდე, 2015 წელს, მათ მიიღეს ნაძალადევის რაიონის გამგეობისგან 6 მილიონ ლარამდე ხელშეკრულება, კვლავ უფასო სასადილოების დაფინანსებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები დამატებით შემოსავალს იღებენ „მორგებული“ ტედერებით. მაგ: 2016 წელს, სამგორის რაიონის მიერ, ხელმეორედ გამოცხადებულ უფასო სასადილოების მომსახურების დოკუმენტში- გამოცხადებულ ტენდერში, მითითებული იყო ის მისამართები, რომელებზეც ობიექტები აქვს მხოლოდ „ილი ჯუფს“. შესაბამისად, სხვა ნებისმიერი მსრუველისთვის მონაწილეობის მიღება გახდა შეუძლებელი. „ილი ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა უღრელიძე ასევე არის კომპანია „ნიუ სტარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელმაც უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის, სააღდგომო ნობათის შეძენის ტენდერი, ერთდროულად რამდენიმე რაიონში მოიგო, მათ შორის სამგორში და გლდანში. მაშინ, როდესაც ნაძალადევის რიაონის გამგეობამ „ნიუ სტარს“ იგივე მომსახურეობაზე დისკვალიფიკაცია მისცა. (აღსანიშნავია, რომ ათივე რაიონს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული ერთი და იგივე პირობით) “- განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდანაშაული ფაქტიურად გახსნილია, ამიტომ სუს-ის მცდელობას, კამერების ჩანაწერები დაამონტაჟონ, აზრი აღარ აქვს-კილაძე
შემდეგი სტატიასაინტერესოა, არჩევნების რომელ მოდელში წარმოუდგენია წარმატებულად თავი გიორგი მარგველაშვილს – ჯეჯელავა