„ახალი საქართველო“ საარჩევნო სისტემის ტექნოლოგიურ და სისტემურ განახლებაზე მუშაობას იწყებს

„ახალი საქართველო“ საარჩევნო სისტემის ტექნოლოგიურ და სისტემურ განახლებაზე მუშაობას იწყებს.

როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები ვერ პასუხობს 21-ე საუკუნის სტანდარტებს და სისტემა ჩარჩენილია საბჭოთა წარსულში.

ვაშაძე გამოსავალს კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ცვლილებების, ასევე არჩევნების დღეს ტექნოლოგიური სიახლეების მაქსიმალურად გამოყენებაში ხედავს.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ისინი შეადგენენ შესაბამის დოკუმენტს და დაიწყებენ ფართო დისკუსიას.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა საარჩევნო მექანიზმების ტექნოლოგიურ და სისტემურ განახლებასთან დაკავშირებით, რომ მან უზრუნველყოს ობიექტურად ამომრჩევლის ხმის გამოხატვა. ეს არის არჩევნების დღე, როგორ უნდა იყოს ტექნოლოგიურად აწყობილი, რომ არ ხდებოდეს ხმებით მანიპულირება. კომისიების ფორმირების წესი ეს არის ტექნოლოგიური საშუალებების, მათ შორის, სკანერის გამოყენება ხმის დათვლის პროცესში. ამისთვის საჭიროა სამართლებრივი ცვლილებები. სისტემა ჩარჩენილია საბჭოთა წარსულში და იქცა მანიპულაციის საგნად. დღესვე უნდა დავითანხმოთ ხელისუფლება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საარჩევნო სისტემას სჭირდება“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“გაუქმდეს ის უკანონო განკარგულება…ეს არის კრიმინალი”- მეჭიაური
შემდეგი სტატია“ეს არჩევნებიც შეფასდა როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი”- საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნას რატიანი ეხმაურება