“ახალი საქართველო” “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციას უერთდება

“ახალი საქართველო” “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციას უერთდება. განცხადება პარტიის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ახალი საქართველო” აქციას არა რომელიმე პარტიის, არამედ სიტყვის თავისუფლების დასაცავად უერთდება.

“მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში, მოსახლეობას უნდა შეეძლოს მოისმინოს განსხვავებული პოზიცია. მედია უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. ოპოზიციურ ტელევიზიას, მისი სარედაქციო პოლიტიკის მიუხედავად, უნდა ჰქონდეს არსებობის საშუალება. ნებისმიერი ხელისუფლების პერიოდში, მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად მუშაობის საშუალება.
სწორედ ამიტომ და არა რომელიმე პარტიის ინტერესების დასაცავად, დღეს ჩვენი გუნდი უერთდება საპროტესტო აქციას,”-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ტერაქტს 3 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“რუსთავი2”-ის მხარადსაჭერად-კანცელარიასთან პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები იკრიბებიან