”ახალი საქართველო” არასამთავრობო ორგანიზაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრაიმერის ჩატარების ინიციატივას აცნობს

ერთობა ”ახალი საქართველო” სასტუმრო ”ამბასადორში” საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრაიმერის ჩატარების ინიციატივას აცნობს.

შეხვედრა ”ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (IRI) ორგანიზებით იმართება.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის პრაიმერის პოლიტიკური მნიშვნელობა, მისი ტექნიკური მხარე, ასევე არჩევნების მეორე ტურის სტატისტიკასა და გამოცდილებას.

”დღეს ვისაუბრებთ პრაიმერის ინიციატივის შესახებ. ეს არის მექანიზმი, თუ როგორ გაერთიანდნენ ოპოზიციური პარტიები და დამკვიდრდეს სრულიად ახალი სტანდარტები ქართულ პოლიტიკაში. კანდიდატები უნდა ირჩეოდნენ ამომრჩევლის მხრიდან და არა კულუარული გარიგებებით. ჩვენი პრაიმერის მექანიზმი გულისხმობს მერობის, გამგებლობის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამოვლენას, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამ ერთობაში გაერთიანებულია 15 ორგანიზაცია და იმედი მაქვს, რომ კიდევ შემოგვიერთდებიან”, – განაცხადა ”მომავალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
შემდეგი სტატია| video| ლევან ვასაძე:”საქართველომ უნდა შეწყვიტოს ნატოსკენ სწრაფვა…რუსები არასოდეს ყოფილან ფაშისტები”