ახალი საპარლამენტო უმრავლესობის პირველი ოფიციალური შეხვედრა 6 ნოემბერს გაიმართება

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

ახალი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრთა პირველი ოფიციალური შეხვედრა 6 ნოემბერს გაიმართება. სხდომა 14.30 საათისთვის არის ჩანიშნული.

მანამდე კი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული” საქართველოს ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

,,თაიმერის” ინფორმაციით, ორივე შეხვედრაში პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

არ არის გამორიცხული, საპარლამენტო თანამდებობების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ გახდეს ცნობილი და განცხადება ამ თემაზე გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთოს.

banner
წინა სტატიაშირიგი წევრებისა არ იყვნენ მომხრეები, რომ განცხადება ამ სახით მიღებულიყო – სერგო რატიანი
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი : არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ენმ–ს ბოლო განცხადებას