“ახალი სახეებიდან 8 ქალი და 7 მამაკაცია, ასე რომ, მივეჩვიოთ ამ ახალ რეალობას”

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში საზოგადოებას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 15 ახალი სახე წარუდგინა.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განახლებული გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.

“მეგობრებო, მე შემთხვევით არ მივაქციე ყურადღება გენდერული თანასწორობის საკითხს. მინდა გითხრათ, რომ ამ 15 ადამიანში, 8 ქალი და 7 მამაკაცია. ასე რომ, მივეჩვიოთ ამ ახალ რეალობას, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მისასალმებელია”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ჩემთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, ყველაფერი იქნება ცნობილი
შემდეგი სტატიაAmnesty ეგვიპტურ სპეცსამსახურებს გატაცებულთა წამებაში სდებს ბრალს