“ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას” – ეკა ბესელია აქციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი"ქრონიკა +"-ის ოფისში მიიტანა უკვე დააკავეს

“ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კონსტიტუცია ყოველგვარი ნებართვის გარეშე უშვებს შესაძლებლობას, მოქალაქეები შეიკრიბონ”, – ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გამკაცრებულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

ბესელიას თქმით, აღნიშნული კანონი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.

„ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კონსტიტუცია ყოველგვარი ნებართვის გარეშე უშვებს შესაძლებლობას, მოქალაქეები შეიკრიბონ. არის ცალკე ჩამონათვალი, ვის არ აქვს ამის უფლება, მაგალითად პოლიციელები, მოსამართლეები, პროკურორები – ისინი ვერ მოაწყობენ აქციას, მაგრამ მოქალაქეებს ეს გარანტირებული აქვთ კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლით, ევროპული კონვენციით, რომელსაც ჩვენ მიერთებული ვართ, როგორც სახელმწიფო.

ამ ანტიკონსტიტუციურ კანონს რომ რამდენიმე დღეში გამოაცხობს ე.წ. პარლამენტი, იურიდიული კომიტეტი არც კი ფიქრობს. მინდა ვუთხრა ამ კომიტეტის თავმჯდომარესა და მის წევრებს, ხალხო, დაფიქრდით, იქ სპეციალური გრაფაა, კანონის მიღების პროცესში იწერება, თავსებადი არის თუ არა ეს კონსტიტუციასთან, ხომ არ ეწინააღმდეგება ეს დაბალი რანგის კანონი კონსტიტუციას. თუ ეწინააღმდეგება, არ შეიძლება მისი მიღება.

ეს კანონი, რასაც ახლა პარლამენტი იღებს, ანტიკონსტიტუციურია. დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა, შეაჩერებდა მის მოქმედებას.

ჩვენ ალბათ მაინც წავიღებთ ამას საკონსტიტუციო სასამართლოში. მე ვფიქრობ, ფორმალურად მაინც უნდა გასაჩივრდეს და შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მივმართოთ. ბევრი კანონია უკვე დაგროვილი, რომელთა გასაჩივრების მომზადების პროცესი ჩვენი იურიდიული გაერთიანების ჯგუფს უკვე დაწყებული აქვს. ეს ძალიან სახიფათო კანონმდებლობაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურია და ის აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გაოცებას იწვევს ევროკავშირის მიმართ” – ევროკომისარი კუბილიუსი
შემდეგი სტატიალაიენის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალებმა ევროპის კოლეჯსა და ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში კორუფციული სკანდალის შესახებ დებატების მოთხოვნა დაბლოკეს