“ახალი პროგრამა იმ პენსიონერებს ეხებათ, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ”

news
ავტ.: news აგვისტო 8, 2016 16:49

“ახალი პროგრამა იმ პენსიონერებს ეხებათ, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ”

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ახალი პროგრამა “ცხოვრება გრძელდება” იმ პენსიონერებს შეეხება, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ.

მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა პენსიონერებისთვის, კერძოდ კი, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის, ვისაც ძალიან დაბალი შემოსავალი აქვთ.

“ეს არის შესაძლებლობა პრენსიორენებისთვის და განსკუთრებით სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის, რომელთა შემოსავალი დაბალია, რომ მათ ჰქონდეთ გარკვეული ტიპის შეღავათები, რომელიც შეეხება იმას, რომ მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ისინი შეინარჩუნებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას.

იქნება ერთიანი საკანონმდებლო პაკეტი და ამის მიხედვით იქნება შესაძლებლობა. აქ არის პენსიონერთა იმ ნაწილზე საუბარი, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ”, – განაცხადა ხადურმა და დასძია, რომ დოკუმენტზე, მთავრობა, კერძოდ კი, ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტრო მუშაობს.

news
ავტ.: news აგვისტო 8, 2016 16:49