განსასჯელის სკამიდან ნიკა მელია, დღეს, დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან შევიდა. დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა დაასახელა პოლიტიკოსი ვინც ბიძინა ივანიშვილოს მსგავსად მისთვის მიუღებელია და ვისთანაც თანამშრომლობას არ აპირებს. მელიამ ოპოზიუცრ ერთობზე საუბრის დროს წითელი ხაზები გაავლო, ამბობს, რომ ერთიანობა ახლა ყველზე მთავარია, თუმცა ილაპარაკებს ყველასთან მიხეილ სააკაშვილის გარდა.
სააკაშვილის გვარი მელიას არ უხსნებია, თუმცა მიანიშნა, ვის გულისმობდა და რატომ, პოლიტიკური დაპირიპსირება ამეჯრად მესამე პრეზიდენტის მიერ რამენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც სააკაშვილმა პარტია “ახალის” ლიდერები ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. სოც ქსელში სააკაშვილის სახელით დაიწერა, რომ მელიას წასვლა “ნაციონალური მოძრაობიდან” და ახალი ოპოზიციური ცენტრის შექმნა ივანიშვილის პროექტი იყო.
ნიკა მელიასთვის პასუხი “ნაციონალურ მოძრაობაში” ჯერ არ გაუციათ. სასამართლოში გაკეთებული ამ ერთი განცხადებით ახალმა პოლიტიკურმა სკანდალმა იფეთქა.
ხმაურიანი განცხადებები ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გააკეთა, იმ პროცესზე სადაც მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე განაჩენი უნდა გამოეცხადებინათ, მაგრამ სასამართლომ ფიქრისთვის დრო ითხოვა.
ვიდრე ნიკა მელია პოლიტიკურ ვერდიქტს მოსამართლის გაწუწვის საქმეზე მოისმენს ღიად ამბობს, რომ შვანგირაძისთვის წყლის შესხმას არ ნანობს.
















