27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

„ახალი პატრიარქის მოლოდინში — დეკანოზ გიორგი მამალაძის გზავნილი ერთობასა და ქრისტესმიერ სიყვარულზე“

“დღეს საქართველო ახალ კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს — ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის ცხოვრებაში.
​ვიცნობ რა მეტ-ნაკლებად სამივე კანდიდატს, ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერი მათგანის არჩევის შემთხვევაში, ახალი პატრიარქი იქნება ჭეშმარიტი „მწყემსი კეთილი“. მინდა მჯეროდეს, რომ თითოეულს კარგად აქვს გააზრებული იმ ჯვრის სიმძიმე, რომელიც უნდა იტვირთოს, ამ ჯვრის ტარების ერთადერთი შემამსუბუქებელი კი — სახარებისეულ სიმართლესა და სამართლიანობაზე დაფუძნებული მსახურებაა.
​ვაღიარებთ თუ არა, ნათლად ჩანს ეკლესიის შიგნით არსებული მრავალი სირთულე, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ ქრისტესმიერი სიყვარულითაა შესაძლებელი, რომელსაც ხელეწიფება, საყოველთაო შერიგებით დააგვირგვინოს ეს პროცესი.
“უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლე იგინი, მას, სახიერო, ნუ მიგვიღებ ჩვენგან, არამედ გაგვიახლე მვედრებელთა შენთა”- წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის არჩევნებზე
banner
წინა სტატიაშისამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება