25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება

შიო III-ის ინტრონიზაცია დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქმა, შიო III-მ განაცხადა.

როგორც ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ აღნიშნა, მსახურება დაიწყება 10:00 საათზე.

„ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ, პირველივე კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა. უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ. ეს არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ინტრონიზაცია შედგება 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მსახურება დაიწყება 10:00 საათზე“,- აღნიშნა ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო III-მ.

ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.

banner
წინა სტატიაში„სტრატეგია აღმაშენებელი“: ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას
შემდეგი სტატიამეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ ახალი პატრიარქი სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს