ახალი პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლოა, ზურაბ ჯაფარიძე გახდეს?

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად

რატომ გარბიან მიშასგან „ამომავალი ვარსკვლავები“

 

არჩევნებამდე ერთი თვე და რამდენიმე დღეა დარჩენილი, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში უკვე ალაპარაკდნენ პოსტსაარჩევნო პერიოდზე და იმას განიხილავენ, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში. ეს პოლიტკური მკითხაობა რაღაცით იმ ქართულ ადნაზას გავს, ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო, მაგრამ ზოგადად, მარჩიელობა ქართველი ანალიტიკოსებისა და პოლიტიკური მიმომხილველების საყვარელი სქმიანობა არის. უფრო მეტიც, ზოგიერი ისეთი ანალიტიკოსიც გყვავს, რომელიც „პოსლეზე მუშაობს“, ანუ რაღაც ამბავი რომ მოხდება, მერე იწყებს მტკიცებას, ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, ზუსტად ასე რომ იქნებოდაო.

ჩვენც რომ მკითხაობა არ გამოგვივიდეს, პირდაპირ სქმეზე გადავიდეთ. ჯერ კიდევ სამი თვის წინ, ბეჭდურ და ონლაინ მედიასთან შეხვედრის დროს, სქართველოს ყოფილ პრემიერს და „ოცნების“ წინამძღვარს, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მთავარი ოპოზიციური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის არაოფიციალურ მმართველს ეძახის და იმასაც ამბობს, რომ მან „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ შპს-დ აქცია, ჰკითხეს, თუ ვინ წარმოედგინა მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედ, მაგრამ ამ კითხვაზე ივანიშვილმა პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა. არჩევნებამდე ივანიშვილს ამ კითხვას, ალბათ, კიდევ დაუსვამენ, მაგრამ პირდაპირი პასუხი შესაძლოა, ისევ არ იყოს.

სამაგიეროდ, პოლიტიკურ კულუარებში დავით უსუფაშვილის რამდენიმე შემცვლელი სახელდება.

სხვათა შორის, „თაიმერმა“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობთ, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპიკერობის ამბიცია გია ჟორჟოლიანს აქვს. ეს ამბიცია, როგორც იტყვიან, დღის წესრიგიდან შეიძლება, არ მოხსნილა, რადგან ვიცით, რომ ჟორჟოლიანის პარტიის ხელმძღვანელი, შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში, თუმცა ამის პარალელურად, ის ცნობაც არსებობს, რომ ბოლო დროს „ზევით“ გადაწყვეტილებების გარკვეული რესტავრაცია მოხდა და ჟორჟოლიანს, დიდი ალბათობით, თსუ-ს რექტორად ვიხილავთ, მაგრამ „თაიმერი“ ხაზს უსვამს, ეს მხოლოდ პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული მისნობა-მჩხიბაობაა.

ყველაზე „ცხელი“ პოლიტიკური მკითხაობის თანახმად კი, რომელიც „თაიმერისთვის“ ამ დღეებში გახდა ცნობილი, ახალი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ისეთი კანდიდატურა განიხილება, რომლის გვარის გაგებაც, პირველ რიგში, „ნაციონალებს“ ნამდვილ კომაში ჩააგდებთ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს კანდიდატურაც, თუ მართლა განიხილებოდა, შეიძლება, დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან „გირჩი“, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ვერბალურად, ანუ სტყვიერად კი შეეკრა, მაგრამ ცესკო-ში დარეგისტრირებულ ბურჭულაძე-ვაშაძის ბლოკში „გირჩის“ ხსენება არ არის, რასაც „თაიმერის“ წყარო წმინდა ტექნიკურ ლაფსუსად მიიჩნევს.

„ვიღაცებს გაუხარდათ, აი, ბურჭულაძეს არც ბლოკში გაუმართლა და „გირჩიც“ გაექცაო, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ასე ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში, როგორც მე ვიცი, „გირჩელები“ ბურჭულაძე-ვაშაძის ბლოკის საარჩევნო სიაში იქნებიან, თან ისეთ ადგილებზე, რომ პარლამენტში აუცილებლად მოხვდებიან. უფრო მეტის თქმაც შემიძლია, თან ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ნათქვამი დიდ სკანდალს გამოიწვევს“, – აღიშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენმა წყარომ.

„თაიმერი“, რასაკვირველია, დაინტერესდა, ისეთი რა უნდა ეთქვა, რაც ქართულ პოლიტიკში ახალი სკანდალის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო და წყაროს ჩაეკითხა.

„ზურაბ ჯაფარიძე ხომ გაგგიგიათ?“ – აქეთ შემოგვიბრუნა ინფორმატორმა კითხვა.

„რასაკვირველია, გაგვიგია,“ – მივუგეთ.

„ჰოდა, რატომ არ უშვებთ, რომ ახალი პარლამენტის თავმჯდომარე ზუსტად ეგ ჯაფარიძე გახდეს?! – რიტორიკულად იკითხა „თაიმერის“ ინფორმატორმა, – აბა, გავყვეთ მოვლენების განვითარების ქრონოლოგიას, უფრო სწორად, იმ აზრს, რომ „ოცნების“ მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობაა“. „ნაციონალების“ რღვევის პროცესი, ალბათ, გახსოვთ, რომ ჯაფარიძე-ხაჩიძე-კუბლაშვილმა დაიწყეს, ანუ მიშას გუნდიდან პირველები სწორედ ეგენი გამოქიცნენ. ისიც გემახსოვრებათ, მაშინვე რომ ითქვა, ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ასეთი ნაბიჯი ქვეყნის არაოფიციალურ მმართველთან შეთანხმებით მიიღესო. ზუსტად არავინ იცის, მართლა ასე მოხდა თუ არა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ნათქვამი გამართლდა და ზურაბ ჯაფარიძე ახალი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება და იმასაც წყალი აღარ გაუვა, რომ „გირჩი“ დამოუკიდებლად არ შექმნილა,“ – გამოთქვამს თავის ვარაუდს „თიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ამავე კონტექტსში, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ სურათებსაც იხსენებს, სადაც ნთლად ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე, რომელიც სააკაშვილის გუნდის ამომავალ ვარსკვლავად ითლებოდა, საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ სასტუმროში ნოდარ ხადურსა და ზვიად ჯანყარაშვილთან მეგობრულ ურთერთობაშია.

„დავუშვათ, ვაშაძეც ივანიშვილის პროექტია, მაგრამ აქ ერთ გაუგებრობას ვაწყდებით, კერძოდ, იმას, რომ საზოგადოების უმეტესობა და თავად „ოცნებაც“ მიიჩნევს, რომ ბურჭულაძე „ნაცების“ სატელიტია. თუ ეს ასეა, მაშინ გაუგებარია, სააკშვილის სატელიტ ბურჭულაძეს და „ოცნების“ სატელიტ ვაშაძეს ერთად რა საქმე აქვთ? ზოგადად, პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები და მტრები არ არსებობენ, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შეთანხმებულად ებრძვინ. ახლა, ვერ ვიტყვი, რომ ყოფილ და ახლანდელ ხელისუფლებას შორის რამე შეთანხმება არსებობს, მაგრამ მე, პირადად, მაქვს განცდა, რომ რაღაც დიდ თამაშთან გვქვს საქმე, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ან მიშა არის ძალიან მაგარი და „ოცნებას“ კვანტს უდებს, ან ბიძინამ ჩაიფიქრა რაღაცა და მიშას საბოლოოდ მოსპობა გადაწყვიტა,“ – ამბობს „თაიმერის“ კონფიდენციალური წყარო და დასძენს, რომ არჩევნებამდე ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ შეიცვლება და იმ შემთხვევაში, თუ 8 ოქტომბერს ის შედეგები არ დადგა, რისი იმედიც მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს აქვთ, მაშინ, დიდი ალბათობით, სპიკერის თანამდებობას სრულიად სხვა ადამიანი მიიღებს.

„დაახლოებით ვხვდები, ეს ადამიანი ვინც შეიძლება იყოს, მაგრამ მისი გვარის გახმოვანებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“, – უთხრა „თაიმერს“ თავისმა ინფორმატორმა.

ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ანალიზის შეფასებაში დაეხმარება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ქვეყანას მე არ ვმართავ, მართავს გიორგი კვირიკაშვილი ძალიან წარმატებულად