ახალი მთავარი პროკურორი მესამე სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან უნდა შეირჩეს – “ენმ”

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 4, 2018 13:20

ახალი მთავარი პროკურორი მესამე სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან უნდა შეირჩეს – “ენმ”

“მთავარი პროკურორი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არის ივანიშვილის არაფორმალური სისტემის ნაწილი,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე და ამბობს, რომ ახალი მთავარი პროკურორი მესამე სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან უნდა შეირჩეს.
„კარგი იქნება, თუ დანიშნული იქნება არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან და მას ალბათ, შეუძლია, თუკი ძალიან მოინდომებს, ეს ერთი გახმაურებული საქმე (ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა) გახსნას. დანარჩენი, მთავარ პროკურორს ივანიშვილის ერთმმართველიან სისტემაში არაფერი ეკითხება,“ – განაცხადა გოცირიძემ.
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს იუსტიციის სამინისტრო დღეიდან იწყებს, უწყებამ პარლამენტს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს ოფიციალური კანდიდატი.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 4, 2018 13:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics