“ახალი მოსამართლეების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ე.წ გახმაურებული საქმეების განხილვა შესაძლოა, თავიდან დაიწყოს”

ე.წ გახმაურებული საქმეების განხილვა შესაძლოა, თავიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

მისი თქმით, ახალი მოსამართლეების გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა საკითხების თავიდან განხილვა.

“თუ სამი ახლად შემომატებული მოსამართლე გადაწყვეტს, რომ საქმეები ხელახლა დაბრუნდეს განხილვაში, თავიდან დაიწყება განხილვა. თუნდაც ერთმა მათგანმა რომ თქვას, რომ საქმეზე უნდა დაიწყოს ხელახალი განხილვა, ასე უნდა მოვიქცეთ. გადაწყვეტილებას იღებს მარტო ახალი მოსამართლე“, – განაცხადა თავაძემ.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში “რესპუბლიკელების” 50-მდე წევრმა პარტია დატოვა
შემდეგი სტატია“დიდი მიზნები გვქონდა, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ნარჩენების დამარცხება, მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა”