ახალი მოდერნიზებული ვაგონები ექსპლუატაციაში შევიდა

თბილისის მეტროს სავაგონე პარკს შეემტა მოდერნიზებული ვაგონების (4 ვაგონი)ახალი შემადგენლობა. ამის შესახებ ,,თაიმერს” მერიიდან აცნობეს.
აღნიშნული შემადგენლობა ყოველდღიურად მოემსახურება მგზავრებსდა უფრო მეტად კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის თბილისის მეტროთი მგზავრობას.ვაგონების მოდერნიზაცია მოიცავს, როგორც კაპიტალური შეკეთების მოცულობითგათვალისწინებულ სამუშაოებს, ასევე თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს, მთლიანადშეიცვალა ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს მიეცა თანამედროვე სახე, ძველი სანათები ახლიშუქდიოდური სანათებით ჩანაცვლდა, მემანქანის კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვისპულტით. ასევე უსაფრთხოების გაზრდის მიზნით აღნიშნული შემადგენლობა აღიჭურვა -მემანქანის ბაქნის საკონტროლო კამერებით შემადგენლობის ორივე მხრიდან, თითოეულვაგონში დამონტაჟდა ორი შიდა დაკვირვების კამერა და ოთხი მონიტორი. თბილისის მეტროსსავაგონე პარკის განახლება და მოდერნიზება მომავალშიც გაგრძელდება, კერძოდ 2016 წელსდაგეგმილია კიდე 8 ვაგონის რემონტი. აღნიშნული პროექტის მიზანია მგზავრებისთვის უფროკომფორტული და უსაფრთხო სერვისის შეთავაზება და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითთბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება

banner
წინა სტატიაშიმურუსიძე ადასტურებს, რომ მოსამართლე გუჯაბიძეზე საჩივარი იყო შესული, თუმცა მას იუსტიციის საბჭომ არავითარი სახდელი არ დააკისრა
შემდეგი სტატია,,მოხარული ვარ, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება”