ახალი მესიჯი მოიგონეს, თითქოს ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არ იმსახურებს სტატუსს, ცდილობენ, მოსახლეობა და ხელისუფლება დააშორონ – კალაძე

ახალი მესიჯი მოიგონეს, თითქოს ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არ იმსახურებს სტატუსს. ცდილობენ, მოსახლეობა და ხელისუფლება დააშორონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს.

„დააკვირდით ოპოზიციის განცხადებებს და ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ახალი მესიჯი მოიგონეს, თითქოს ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არ იმსახურებს ევროპას, ევროპულ მომავალს, სტატუსს. ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არსებული ხელისუფლება დააშორონ, ერთმანეთისგან გაყონ, თუმცა დღეს საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს. 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ სარგებლობს დიდი ავტორიტეტით და ეს ყველაფერი არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერით გამოისახება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გუშინ, თუ არ ვცდები, სააკაშვილის განცხადება იყო პოლიტიკოსებთან მიმართებით, რომ მათ უცხოელების, ევროპელების მხარდაჭერა არ ექნებათ და არანაირი რესურსი არ აქვთ. როდესაც პოლიტიკოსის სტატუსი გაქვს, პოლიტიკური პარტია გაქვს, პირველმა პოლიტიკოსმა უნდა იზრუნო, რომ შენი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვო, თანადგომა გქონდეს მოსახლეობის მხრიდან, რათა წარმატებას მიაღწიო. ესეც მიუთითებს ამ რადიკალებზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, რომ არაფრად აგდებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – კალაძე
შემდეგი სტატიაყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ძალიან სენსიტიურ საკითხს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკის შეთავაზებაზე ცივი უარი განაცხადა – ქადაგიშვილი