ახალი მავთულხლართები ატოცში – ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სოფელში 24 საათიან მეთვალყურეობას იწყებს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ატოცის ტერიტორიაზე 24 საათიან მეთვალყურეობას იწყებს.

მოძრაობის დამფუძნებლის დავით ქაცარავას განცხადებით, ისინი ადგილზე დარჩებიან იქამდე ვიდრე რუსეთის ქმედებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გაეცემა ადეკვატური პასუხი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტივისტებს, რომ ჩავიდნენ სოფელში და ადგილზე გააპროტესტონ ოკუპანტების ქმედება.

„აი აქ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსი მობილიზებული. აქედან უნდა იმართებოდეს ბრიფინგები. აქ უნდა ვიწვევდეთ დიპლომატიურ კორპუსს. მთავრობა და ა.შ. სამწუხაროდ ეს არ ხდება. სამწუხაროდ დღეს მიშვებულები არიან რუსები და ვფიქრობ, რომ ისევ სამოქალაქო აქტივიზმმა უნდა ივაჟკაცოს,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

დილიდან სოფელთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ბარიერების ინტენსიური გამაგრება მიმდინარეობს. ოკუპანტები ამონტაჟებენ ბოძებს და რკინის ღობეს. 30 ჰექტარი მიწა უკვე მავთულხლართებს მიღმა, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ქალს სავალუტო ჯიხურიდან თანხის გამოტანისას ჩანთა წაართვეს
შემდეგი სტატიაქუთაისის საქალაქო სასამართლომ „საქნახშირის“ თანამშრომლები პატიმრობაში დატოვა