ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა

admin
ავტ.: admin თებერვალი 5, 2020 10:30

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 492-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ „როიტერსი“ ჩინეთის ეროვნულ ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 24 324-ს მიაღწია.

არსებული მონაცემებით, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ერთი ადამიანი ჰონგ-კონგში, ერთი კი – ფილიპინებში ემსხვერპლა.

ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 230 შემთხვევაა გამოვლენილი.

admin
ავტ.: admin თებერვალი 5, 2020 10:30