ახალი კორონავირუსის სიმპტომებით მამაკაცი ლაგოდეხის ე.წ. ცხელების ცენტრში მოათავსეს

რუსთავში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის მამა, რომელიც წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანიდან არის, ამასწინათ მშობლიურ სოფელში იყო ჩასული. ახალი კორონავირუსის სიმპტომებით მამაკაცი ლაგოდეხის ე.წ. ცხელების ცენტრში მოათავსეს. მისი ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება. პასუხს სავარაუდოდ ხვალ ელოდებიან. ამ დროისთვის ინფიცირებული ახალგაზრდის ოჯახის 15-მდე კონტაქტია მოძიებული, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ავტორი: ლალი ხუბულავა

banner
წინა სტატიაშისწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს, მათ შორის სასწრაფო დახმარების მძღოლს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამოზარდი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა